საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის 146-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 27-28 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის 146-ე წლისთავისადმი მიძღვნილ  სამეცნიერო კონფერენციას – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები.

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2022 წლის 31 მარტამდე თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: tsuconference@tsu.ge

 

იმუშავებს შემდეგი სექციები:

ისტორია

ლიტერატურათმცოდნეობა

ენათმეცნიერება

კავკასიოლოგია

ფილოსოფია

კულტურის კვლევები

ეთნოლოგია

არქეოლოგია

ხელოვნებათმცოდნეობა

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

იხ. თეზისების გაფორმების წესი

 

კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე).

 

კონფერენციის თეზისები განთავსდება თსუ ბიბლიოთეკის  რეპოზიტორზე.

 

თარიღი: 15/02/2022